ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ს/ს ინსტიტუტი 2025 წლის 5-6 დეკემბერს გამართავს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას „ძველი და შუა საუკუნეების საქართველო“, რომელიც ეძღვნება აკად. ნიკოლოზ (ნიკო) ბერძენიშვილის 130 წლის იუბილეს.
კონფერენცია გაიხსნება 5 დეკემბერს, პარასკევს, 11.00 საათზე, თსუ I კორპუსის 212-ე აუდიტორიაში.
დამატებითი ინფორმაცია იხ.: პროგრამასა და თეზისებში.